რუსული ტელეკომპანია ობიექტურობის პრინციპის დარღვევის გამო დააჯარიმეს

რუსული ტელეკომპანია RT დიდ ბრიტანეთში ობიექტურობის პრინციპის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბრიტანულმა მედიამარეგულირებელმა Ofcom-მა არხს 200 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა დაავალა. დაჯარიმება 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის საქმის გაშუქებას უკავშირდება.
RT-მ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
რუსეთის „გრუ“-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდი ბრიტანეთში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. ამ ფაქტს დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, მოწამვლაში ეჭვმიტანილები რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

კომენტარები