რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო. ამჟამად კლინიკაში ცხელებით სამი პაციენტია შეყვანილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

სამივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს.

რუხის საავადმყოფოში პაციენტების მისაღებად 78 პალატაა მომზადებული.

კომენტარები