„რჩევა მოსახლეობას… ჩემი ახლობლები არ იყვნენ იძულებული…“-გიორგი ფხაკაძე

-„კიდევ ერთხელ ვაქცინებზე – „ასტრაზენეკა“ ნამდვილად ამცირებს სიკვდილოანობას და რეანიმაციაში მოხვედრის რისკს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ბრიტანული შტამის წინააღმდეგ დაცულობა მხოლოდ 66%, ინდურისა – 60%.
„ფაიზერის“ ეფექტურობა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 90-94%, ინდურის წინააღმდეგ – 86%. აშშ-სა და კანადაში „ფაიზერი“ უკვე დაშვებულია 12 წლის ასაკიდან. ასევე უკვე კვლევები ტარდება 2 წლოს ასაკიდან გამოყენებაზე.
ვაქცინების რიგითობაში ხარისხის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა „მოდერნა“, რომელმაც უკვე დაიწყო ვაქცინიას ახალ, გაუმჯობესებულ ვარიანტზე მუშაობა. სავარაუდოდ, „მოდერნა“ შექმნის ბუსტერს, რომ არა ყოველ 6 თვეში, არამედ წელიწადში ერთხელ ვაქცინაცია იყოს საკმარისი.
სხვათა შორის, გაერთიანებულ ემირატებში, სადაც ჩინურითაა აცრილი მოსახლეობა, უკვე სთავაზობენ, რომ მესამე დოზა „ფაიზერი“ გაიკეთონ.
.შევაჯამოთ:
– ამჟამად არსებულ ყველა ვაქცინას სავარაუდოდ დასჭირდება მესამე დოზის გაკეთება. ამის უამრავი მეცნიერული სტატია არსებობს.
როცა ამბობენ, ვაქცინირებულებმა პირბადე მოიხსნანო, ეს არის შეცდომა – საქართველოში, ჯერ ერთი, ძალიან ცოტაა აცრილი და მეორე, ქვეყანაში 4 ვაქცინაა: 2 ჩინური, ასტრაზენეკა და ფაიზერი, ყველა მათგანს დაცულობის სხვადასხვა პროცენტი აქვს.
გვახსოვდეს – ვაქცინაცია არ არის ვირუსთან ბრძოლის მთავარი გზა. პირველი არის პირბადე, მეორე -დისტანცია, მესამე, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და ბოლოს – ვაქცინაცია. უდიდესი შეცდომაა ამ პროცესის თავში ვაქცინაციის დაყენება. ეს ნიშნავს, რომ ის ხალხი, ვინც ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემას მართავს, არიან არაპროფესიონალები.
ზოგჯერ ეჭვიც მეპარება, შეიძლება კორუფციული გარიგებაც იყოს და ქვეყანაში ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა ვიღაცას აწყობდეს
რჩევა მოსახლეობას – სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, ხალხმრავლობისთვის თავის არიდება, კონდიციონერის არგამოყენება, თუ ერთად სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან.
მეგობრებო, მოვითხოვოთ „ფაიზერი“. ჩემი ბრალია, რომ მინდა, ჩემს ახლობლებს, ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, ან აირჩიონ პირბადე, ან კარგი ვაქცინა?! დანაშაულია, რომ მინდა, ჩემი ახლობლები არ იყვნენ იძულებული, აირჩიონ ცუდსა და ძალიან ცუდს შორის?
მოვემზადოთ მესამე დოზით ვაქცინაციისთვის. ამას სჭირდება დაგეგმარება. ყველას ერთდროულად ვაქცინაცია სისულელეა, ვაქცინაცია ჯერ უნდა იყოს პრიორიტეტული ჯგუფებისთვის: 60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ექიმები, პოლიცია, ჯარი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ.
დღე კოვიდით 31 ადამიანი გარდაიცვალა. ნოემბერში პიკის დროს 33 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კატასტროფაა. ქვეყანაში ეს ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა უნდა იყოს, მთავრობასა და პარლამენტში კი განხილვის მთავარი საკითხი.
ქვეყანაში ორი მთავარი პრობლემაა – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია, ამაზე უნდა იყოს მთელი ენერგია მიმართული. მთავრობის პირველმა პირებმა დილით საუბარი პირველ რიგში ამ გარდაცვლილთა ოჯახებისადმი სამძიმრით უნდა დაიწყონ.
უბედურება ისაა, რომ ჩვენ ამ ადამიანების სახელებიც კი არ ვიცით, სტატისტიკად იქცა. ჩემი აზრით, გვარები არა, მაგრამ თითოეული გარდაცვლილის სახელი და ასაკი უნდა გამოვაცხადოთ. ხელისუფლებაც და ხალხიც უნდა გაფრთხილდეს. ამ პატარა საქართველოში წელიწადში თითქმის 5 000 ადამიანი გარდაგვეცვალა კოვიდით და არაფერს აკეთებენ ამ უბედურების შესაჩერებლად. და ახლა თქვენ მეტყვით, რომ მე არა ვარ მართალი?!
ქვეყანაში ყველა ინფორმაციით მანიპულირებას ეწევა – „იქნებ ეს არ ვთქვათ, იქნებ ამაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, იქნებ შევარბილოთ, ხალხი დაიღალა“. დღეში3 1 ადამიანი გარდაიცვალა. როგორ შეიძ;ება, შეარბილო სიკვდილი?! საქართველოში 5 000 ოჯახისათვის ეს სტატისტიკა არ არის . ეს არის ტრაგედია. დარწმუნებული ვარ, რომ გარდაცლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგანაც ყველაფერი არ აღირიცხება, რადგან სისტემა არ არსებობს.

მწარე სიმართლეა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. ყველაფერი იქნება კარგად, თუ ჩვენ ვიქნებით ინფორმირებულები“,

-ამბობს  პროფესორიორგანიზაცია –  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
კომენტარები