რჩე­ვები მათ­თვის, ვინც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ვი­საც ოჯა­ხის ექი­მი ვერ (და არა არ) უკავ­შირ­დე­ბა…

ექი­მი თა­მუ­ნა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ვი­საც ოჯა­ხის ექი­მი ვერ უკავ­შირ­დე­ბა, რჩე­ვებს აძ­ლევს:

-„ბლო­გერ-ექი­მად გა­დაქ­ცე­ვის არც სურ­ვი­ლი და არც დრო მაქვს, უბ­რა­ლოდ იმ­დენ ტყუ­ილ-მარ­თალს ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, რამ­დე­ნი­მე უწყი­ნა­რი რჩე­ვა მინ­და დავ­წე­რო მათ­თვის, ვინც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ვი­საც ოჯა­ხის ექი­მი ვერ (და არა არ) უკავ­შირ­დე­ბა:

1. ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის მე-2, მე-3, მე-4 დღეს არ ჩა­ი­ტა­როთ არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი (ვგუ­ლის­ხმობ სის­ხლი, CRP, დე-დი­მე­რი) – უბ­რა­ლოდ არ გა­მოჩ­ნდე­ბა არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ასე­თი მოკ­ლე დრო­ის ინ­ტერ­ვალ­ში.

2. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია სა­ჭი­როა მხო­ლოდ მა­შინ, თუ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა. აქაც პირ­ვე­ლი 7 დღე აზრი არ აქვს გა­კე­თე­ბას და ავ­ხსნი რა­ტო­მაც: კა­ტეს­თვის აღ­საქ­მე­ლი ცვლი­ლე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 7 დღეა სა­ჭი­რო და მე-2 დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი დას­კვნით თუ გე­ტყვი­ან, რომ 2-ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბაა 24-დან, ტყუ­ი­ლად გა­გი­ხარ­დე­ბათ. ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა არ იქ­ნე­ბა. და­ხარ­ჯავთ დროს, ფულს და ზედ­მე­ტად დას­ხივ­დე­ბით.

3. არ მი­ი­ღოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი თვით­ნე­ბუ­რად და მე­ზობ­ლის რჩე­ვით! ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ებ­რძვის ბაქ­ტე­რი­ას და კო­ვიდს იწ­ვევს ვირუ­სი. კი, ჩვენც ვნიშ­ნავთ ხოლ­მე ან­ტი­ბი­ო­ტიკს, მაგ­რამ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ვირუსს ბაქ­ტე­რია ერ­თვის თან და “თან­დარ­თვის” შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ ექიმს შე­უძ­ლია ანა­ლი­ზე­ბის მი­ხედ­ვით. აქვე და­ვა­მა­ტებ, 39 სი­ცხე არ ნიშ­ნავს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის სა­ჭი­რო­ე­ბას.

4. 38-38.5-ზე შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ პა­რა­ცე­ტა­მო­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა (იბუპრო­ფე­ნი და ა.შ.). ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კარ­გად მუ­შა­ობს. თუ ცხე­ლე­ბა არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, და­უ­რე­კეთ ექიმს. უზო­მო რა­ო­დე­ნო­ბით იბუპრო­ფე­ნე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს კუ­ჭის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. და­ვი­ჭი­როთ ბა­ლან­სი.

5. მადა თუ არ გაქვთ, თავს არ და­ა­ძა­ლოთ. მთა­ვა­რია, მი­ი­ღოთ სი­თხე­ე­ბი, მაქს. 2 ლიტ­რი და სა­სურ­ვე­ლია მო­ე­რი­დოთ გა­ზი­ანს.

6. მუდ­მი­ვი წოლა კარ­გი არ არის, მაგ­რამ ენერ­გია თუ არ გაქვთ, ნუ აი­ძუ­ლებთ თავს, ზედ­მე­ტად და­იტ­ვირ­თოთ ფი­ზი­კუ­რად.

7. და ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი: რო­გორ არ გა­მოგ­ვე­პა­როს ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბა – სა­უბ­რი­სას ქო­ში­ნი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბა მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სა­საც გა­ცი­ლე­ბით მნიშნვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ხვე­ლე­ბა! ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, იკონ­ტრო­ლეთ სა­ტუ­რა­ცია, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბი­სას და­წე­ქით და იწე­ქით მუ­ცელ­ზე, რად­გან ასე უკეთ ვენ­ტი­ლირ­დე­ბა ფილ­ტვი. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის შიში, რთუ­ლია ებ­რძო­დე იმას, ვი­საც არ იც­ნობ და არც იმის შე­ფა­სე­ბაა მარ­ტი­ვი, რა არის სა­ყუ­რა­დღე­ბო და რა არა.

არ შე­გე­შინ­დეთ 2-დღი­ა­ნი სი­ცხის, თა­ვის ტკი­ვი­ლის და ხვე­ლე­ბის – ეს არ არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლის ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა არ გა­მო­გე­პა­როთ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი – მათი არ­სე­ბო­ბი­საც არც შე­გე­შინ­დეთ, თუმ­ცა დრო­უ­ლად მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა”, – წერს თა­მუ­ნა გვა­სა­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო

კომენტარები