,,რჩეული საცხობს” საწარმოო პროცესი შეუჩერეს
,,რჩეული საცხობს” საწარმოო პროცესი შეუჩერეს. საცხობი გორის საბავშვო ბაღებს პურით ამარაგებდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც საწარმო დაათვალიერეს.
საწარმოს დირექტორი გიორგი გერმანიშვილი აცხადებს, რომ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები 3 დღეში აღმოიფხვრა.
,,სულ სამი დღე ვიყავით გაჩერებულები. კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა ჭერთან, აცვენილი იყო მასალა. ასევე, არ იყო მოწესრიგებული სავენტილაციო მოწყობილობა და დანადგარებში არ იყო შესაბამისი სისუფთავე დაცული. ჩვენს ეს მითითებები უკვე შევასრულეთ. რაც შეეხება არაკრტიკულ შეუსაბამობებს, ისიც მოგვარებადია.” – აცხადებს საცხობის დირექტორი.
,,რჩეული საცხობი” გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს პურ-ფუნთუშეულით 2019 წლის თებერვლიდან ამარაგებს. ხელშეკრულების ვადა 2019 წლის სექტემბერს იწურებოდა. ჯამში, როგორც ნუგზარ კოჭლაშვილი ამბობს, საცხობს 53 ათას ლარამდე უნდა მიეღო.