რძალმა მითხრა, ოქროს ჯაჭვი ეკლესიას შევწირე შენთვის, მშვიდობით და ბედნიერი რომ დაბრუნდეო – ემიგრანტი დედამთილი რძალს დღეობას ულოცავს:

„მახსენდება ის დღე. 12 წლის წინ, წამოსვლას რომ ვაპირებდი, მზად ვიყავი, ველოდი როდის დამირეკავდნენ. წახვედი ეკლესიაში. საღამოს შევნიშნე, ჯვარი თოკით გეკიდა ყელზე, გულზე მომხვდა. გკითხე, რა მოხდა მეთქი. ოქროს ჯაჭვი, ეკლესიას შევწირე შენთვის, მშვიდობით და ბედნიერი დაბრუნდეო.😓 ცრემლი მომერია. ვერასდროს მოვიფიქრებდი ამას. 2008 წელს წამოვედი ოჯახიდან. დავტოვე ორი ახალმოყვანილი რძალი. მარიშკა დღე-დღეზე ელოდა ბარბარეს, მივატოვე ასეთ დროს. ” დედა არ მყავს,მაგრამ მე ვიპოვე დედა მადლობა ღმერთსო, ასე მითხარი. ბევრი კარგი მახსოვს ჩემო იმედო. წავედი და ნოსტალგიამ მომკლა. ,” ლექსიც გამოგიგზავნეთ ჩემს რძლებს. ერთ კუპლეტს გავიხსენებ😁 — სხვა დედის და სხვა ჯიშის, გაზრდილი ხარ მარი. მაგრამ, ასე მგონია, მე გაგზარდე ქალი. ჩემო თაფლისფერთვალება, ჭკვიანო დინჯო. რაც ილოცო და ისურვო, აგხდენოდეს, შვილო! “ბევრ ტკივილს და გაჭირვებას გაუძელი. ქართული ოჯახი, მართლაც ჯახია, ძლიერი ხარ, იმიტომ რომ, სიყვარული, ერთგულება, მადლიერება იცი. მიყვარხარ ჩემო გოგო. რამდენად ვასრულებ შენს სიტყვებს არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ. რძალი გქვიათ, მაგრამ არ გარჩევთ შვილში. გენაცვალოთ დედა, მაგ ლამაზ სულში. კერია მოითხოვსო, ნათქვამია ხალხში. პატარა დიასახლისები დაგტოვეთ სახლში” ესეც ნაწყვეტი ლექსიდან” რძალდედამთილიანი”😁😁 ჩემი თეო და მარი, ჩემი ოჯახის სხივია. მადლობა უფალს.❤“– წერს ფეისბუქზე მარი მარიანა

 

 

კომენტარები