რძის დესერტი ბავშვებისთვის ნაყინის მაგივრად

ინგრედიენტები

  • კეფირი – 0,5 ლ
  • არაჟანი – ნაკლებცხიმიანი, 1/3 ჭიქა
  • შაქარი – 1/2 ჭიქა
  • ჟელატინი – 2 ს/კ
  • ვანილის შაქარი – 1/2 შეკვრა

 

მომზადების წესები

მომზადების წესი:

დაალბეთ ჟელატინი ცოტაოდენ წყალში 10-15 წუთი. რომ გაფუვდება, გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, რათა ჟელატინი გადნეს (მაგრამ არ აადუღოთ). შემდეგ გააგრილეთ.

კეფირი, არაჟანი შაქარი და ვანილის შაქარი ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. ისე, რომ არ შეაჩეროთ თქვეფა, ჩაუშვით რძის მასაში ჟელატინი და კიდევ 3 წუთი თქვიფეთ. მაშინვე გაანაწილეთ ბოკლებში, ვაზებსა ან სხვა სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში დაახლოებით 2-4 საათით.

მზა დესერტი შეგიძლიათ მორთოთ კენკრით, გახეხილი შოკოლადით და ისე მიიტანოთ სუფრასთან. ასევე შეგიძლიათ ცოტათი შეამციროთ კეფირის რაოდენობა და დაუმატოთ ნებისმიერი კენკრის წვენი ისე, რომ არ შეცვალოთ სითხის საერთო რაოდენობა. ამ შემთხვევაში მიიღებთ კენკროვან რძის სუფლეს.

კომენტარები