საავადმყოფოს ბუზები საშიში „სუპერბაქტერიების“ გადამტანები არიან

ბრიტანეთის მეცნიერებმა ასტონის უნივერსიტეტიდან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბუზები, რომლებიც საავადმყოფოებში მკვიდრობენ, ისეთ ბაქტერიებს ავრცელებენ, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ უგრძნობები არიან.
2010 წელს მეცნიერების მიერ საავადმყოფოების სხვა და სხვა ოთახებში განთავსებულ ხაფანგებში 20 ათასი მწერი მოხვდა, რომელთაგან უმრავლესობა ბუზი იყო.
მწერების მიკროფლორის ანალიზებმა აჩვენა, რომ ბუზების 90% სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის გადამტანია.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.

კომენტარები