„საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულამდე. დავფიქრდეთ საკუთარ თავებზე, ვეცადოთ ჩვენი“-მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა:

-„სამწუხაროდ, ჩვენ შორის, ბევრი არაა ისეთი, ვინც ეწაფება ჭეშმარიტების წყაროს, რათა სათანადოდ იცხოვროს. ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ არ ცხოვრობს ისე, როგორც ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს შეეფერება. საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულამდე. დავფიქრდეთ საკუთარ თავებზე, ვეცადოთ ჩვენი თავის პოვნას“.

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა.

კომენტარები