“სააკაშვილისთვის ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის, პოლიტიკა ‘საოჯახო ბიზნესია’.”-გია აბაშიძე:

ექსპერტი გია აბაშიძე სოციაურ ქსელში წერს-

“სააკაშვილისთვის ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის, პოლიტიკა ‘საოჯახო ბიზნესია’. ამ ტენდენციიდაან გამომდინარე, შემდეგ არჩევნებზე სააკაშვილმა თანამოაზრეებს მიბაძოს და ბოლო იმედის სახით, საქმეში მისი უფროსი ვაჟი შემოიყვანოს.
გვახსოვს სანდრა რულოვსი, ახლა მოიაზრება დედამისი, ქალბატონი გიული. ალბათ, მომავალში ედუარდ მიხეილის ძესაც ვიხილავთ.
ნიკა გვარამია თავს ესხმის ოჯახურ ფასეულობებს. აკრიტიკებს ივანიშვილების ოჯახს, მაგრამ დააკვირდით რა ხდება ქართულ ოპოზიციურ ველზე? ბურჯანაძე და მისი შვილი, ასევე ბერძენიშვილი შვილით, ნათელაშვილებიც. სააკაშვილი კი უკვე ცოლთან და დედასთან ერთად.
‘საოჯახო პოლიტიკური ბიზნესებია’. რასაკვირველია, ეს სასაცილოა თუ არა ტრაგიკული….”-წერს გია აბაშიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები