სააკაშვილისთვის საქართველოს საპატიმრო ამჟამად ყველაზე უსაფრთხო ადგილია, პლანეტაზე! – დავით მარტიაშვილი:

დავით მარტიაშვილი:

 – “Ამ ორ დღეში ხელისუფლებამ და ნაცებმა ისე არიეს ერთმანეთში ტყულ მართალი (თან ამჯერად უკვე ტელე ეკრანებიდან ოფიციალურ ტყუილს აც არ მოერიდნენ რომელიც შემდეგ საუკუნის სპეც ოპერაციის მიმდინარეობის საჭიროებით გამართლეს და ბოდიშიც ხალხის მაგივრად ერთმანეთს მოუხადეს) რომ მე და თქვენ კი არა შერლოკ ხოლმსაც კი გაუჭირდებოდა სააკაშვილის საქციელის მოტივაციის ახსნა, თორემ მისი პიროვნებიდან გამომდინარე ის საქართველოში მხოლოდ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით რომ ჩამოვიდოდა ამას პირველივე წუთიდან ავღნიშნავდი.
Ამიტომ სანამ სააკაშვილის დედაკაცები სამშობლოს სიყვარულის ძალაზე და რაღაც თავგანწირვაზე გველაპარაკებიან(გეგონება დედის ამის ტრაკმა ომი არ აქვს გამოტოვებული ამ ლაჩარს და მუცელზე სხვა ხოცავდა თვითმფრინავმა დამიმიზნაო) სანამ ამერიკის ელჩი დეგნანი განრისხებულია(რადგან მასთან შეუთანხმებლად მოხდა მისი ჩამოყვანა) და ლომჯარია რუსთავში პირის პირ ტანს უთვალიერებს დაზიანებებზე შემოწმების მოტივით, მე შეგახსენებთ თუ რას ვწერდი სააკაშვილზე ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ.
Ასევე მინდა ყველას გაგიმარტოდ რომ, რა ვერსიებსაც მე ვწერ ნებისმიერ საკითხზე, არასდროს ᲕᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑ რომ, ეს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაა (როგორც ზოგიერთებს უნდათ რომ, შემომედავონ თუ სად ვიღებ ამ ინფორმაციებს😀) არამედ ეს არის ზოგ შემთხვევაში დიდი ხნის ზოგშიაც მოკლე დროში დაკვირვების შემდეგ, ანალიზის შედეგად მიღებული მაღალი ალბათობის ვერსია რომელსაც საზოგადოებაში სიცოცხლის უფლება გააჩნია არსებული რეალობიდან და ლოგიკიდან გამომდინარე.
Დანარჩენად კი მიიღოთ ის სარწმუნოდ თუ არა უკვე ყველა თქვენგანზეა დამოკიდებული იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ხშირად მართლდება ხოლმე რეალურ დროში, ჩემს მიერ წარსულში გაკეთებული წინასწარი შეფასება თუ პროგნოზი.
Ჩემს გვერდის მკითხველს შევახსენებ, როდესაც ნაციონალები ზეიმობდნენ ჯო ბაიდენის გამარჯვებას იმ მოტივით რომ, ის მათ დორბლიანი ბელადს რამის აიღებდა და საქართველოს პრეზიდენტად დადებდა(ზოგი ისეთი ადეკვატური იყვნენ რომ, ტრამპის დასჯასაც კი ითხოვდნენ საკუთარ ფბ გვერდებზე და არ გეგონოთ ისენი ამერიკის მოქალაქეები😬) მაშინ ვწერდი რომ, ნუ ხარობთ ნაადრევად რადგან ბაიდენის პრეზიდენტობის დროს სააკაშვილს უკრაინიდან ექნება გასასწრებად საქმე და ის ტრაპამდე ან მიაღწევს და ან არა!
Ამის პასუხად ჩემდა გასაკვირად არა მხოლოდ ნაცებისაგან მომიწია ჩემს თაცზე იმის მოსმენა თუ როგორი უაზრო და ცალ უჯრედიანი ქოცი ვიყავი და ამას რომ ნეიტრალური ადამიანი წერდა წარმოგიდგენია ნაცები რით მიპასუხებდნენ ასეთ შეფასებაზე ხომ?😡
Და აი გადის სულ რამდენიმე თვე და სააკაშვილი რომელსაც გააჩნია უკრაინის მოქალაქეობა, სახლები და ბინები, ის იკავებს მაღალი რანგის სტატუს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ძალიან აქტიურად და რეფორმირებული მეთოდებით ყვლეფს უკრაინელ ბიზნესმენენებს, ამასთან ერთად სულ რაღაც დღეების დაქორწინებულია, თაფლობის თვე აქვს და უცებ ის პრეზიდენტ Ზელენსკისგან ჩუმადაც კი დგება და ქართველი ხალხის “სიყვარულით” (იმ ხალხის, დებილების რომ ეძახის და დედის ტრაკს რომ აგინებს ბიძამისთან ერთად, იმ ხალხის რომელიც სისხლში და სიღატაკეში ჩააღრჩო) მორბის საქართველოში ღრეჭვა მანჭვით პირდაპირ ციხეში.
Აქვე ვიტყვი ვისაც მართლა გჯერად რომ, თქვენი სიყვარულით მიატოვა მან ეს ყველაფერი 9 წლის შემდეგ და ჩაჯდა ციხეში(სამწუხაროდ ცოტა არ ხართ) მართლა ყველაფრის ღირსი ხართ და კიდევ უარესი უნდა გიქნათ მაგ სურენამ ყოველ დილა საღამოს, მაგრამ რა დააშაბეს სხვებმა რომ, თქვენ იდიოტობას საქართველო და ერი ეწირება?
Შეგახსენებთ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე სწორედ სააკაშვილის მანიპულიაციებით ზელენსკიმ(ჯამბაზმა) პოლიტიკის უცოდინარმა და უვიცმა აღაძვრევინა სისხლის სამართლის საქმე ბაიდენის გამარჯვებამდე 1 წლით ადრე. Ის რომ, ეს უშუალოდ Ზელენსკიმ გააკეთა დადასტურებული იყო, რადგან ამერიკულმა მხარემ თეთრმა სახლმა “შეცდომით” ჟურნალისტებს გადასცა პრეზიდენტების ტრამპისა და Ზელენსკის შეხვედრის და საუბრის ის ნაწილი სადაც Ზელენსკი სიტყვებით, პროკურორი 100% ჩემი კაცია და ის იმას გააკეთებს რასაც მე ვეტყვი, მისცა პირობა ტრამპს და შეუსრულა კიდეც, მაგრამ მოხდა უბედურება და 1 წელიწადში ჯო ბაიდენი, უკრაინაში დადანაშაულებული კორუფციაში გახდა ამერიკის პრეზიდენტი. Ასეთ არავინ რომ დატოვებდა ისე და ასეთს არავინ რომ, აპატიებდა Ზელენსკის და სააკაშვილს, ეს ჩემთვის კი არა სულელისთვისაც კი გასაგები უნდა ყოფილიყო თუკი მან იცოდა რაც მოხდა.
Ზელენსკი, ჯამბაზი კი არა ვინც არ უნდა იყოს ის რეალურ დროში რუსეთთან მეომარი 45 მილიონიანი უკრაინის პრეზიდენტია სააკაშვილისაგან განსხვავებით, ხოლო ვინ არის სააკაშვილი ძებნილი და სასჯელი მისჯილი ექს პრეზიდენტი რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, მკვლელობა ქურდობებზე არაფერი რომ ვთქვათ.
Მაშინვე ვიძახდი რომ, Ზელენსკის კვერცხებით დაიჭერენ, რაც მოხდა კიდეც, ვინც იცნობს უკრაინის შიდა პოლიტიკას დამეთანხმება რომ, Ზელენსკიმ ბაიდენისაგან იძულებით მთლიანად შეცვალა საგარეო პოლიტიკა, ომის წარმოებისა და რუსეთთან შერიგებისაკენ აღებული კურსი, პირიქით უფრო მეტ კონფრონტაციაზე და დაძაბულობაზე რუსეთის მიმართებაში, რაც თავის ნებით არ გაუკეთებია და ის საშინლად იყო სააკაშვილზე სინამდვილეში გაბრაზებული. Ასევე შეგახსენებთ შარშან სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნის საკითხი სწორედ Ზელენსკის პარტიამ ჩააგდო უმაღლეს რადაში და ეს იმ დროს როცა მკვეთრად გამოკვეთილი პრო კრემლური დეპუტატები პირიქით უკვე ულოცავდნენ მას პრემიერ მინისტრობას.
Ნამდვილი პოლიტიკა დიპლომატიის უმაღლესი მწვერვალია და არა ის რაც საქართველოში ხდება. Სამწუხარო ჩვენ პოლიტიკოსები არ გვყავს, ეს 30 წელი რა დროსაც უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ ნამდვილი პოლიტიკოსები დაკარგულია, რადგან ჩვენ ჩამოგვიყალიბდა რაღაც პოლიტ ელიტა, რომლებიც ქურდობის, მოღალატეების, უვიცი რეგვენების, ბარიგა მევახშეებისა და მექრთამეების ბანდაა და არა პოლიტიკოსები.
Ამიტომ საქართველოში ბევრმა სააკაშვილის ვიცე პრემიერობის მაგივრად რაღაცა სპეციალურად მისთვის მოგონილი პოსტზე დანიშვნა აღიქვა სააკაშვილის პოლიტიკურ მწვერვალად და პოლიქრონიონს უმღეროდნენ როცა თვითონ სააკაშვილისათვის სიგნალი იყო გადაწყვეტილების მისაღებად, მითუმეტეს რომ, ის რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე რომლებიც ზოგი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს დროს აღიძრა არავის შეუწყვეტია, პირიქით მას კიდევ მიემატა მისი გუბერნატორობისას ორი მილიარდი ბიუჯეტის გრივნის გაფლანგვა პირად საჭიროებისათვის. Პლიუს ამას წელს სპეც ოპერაციით დაპატიმრებული იქნა სააკაშვილის “პადდელნიკი” და მასავით გარეწარი სემიონ სემენჩენკო, რომელსაც პირადად ვიცნობ და ვიცი რა უპრინციპო გარეწარიც არის, მისმა დაპატიმრებამ სააკაშვილზე ბომბის გახეთქვის ეფექტი იქონია, ჩვეული მასების აყოლიების მეთოდით უშიშროების სამსახურის გაუქმების მოთხოვნა შეუგდო საზოგადოებას რაც პირადად Ზელენსკიზე დარტყმას ნიშნავდა, მაგრამ სემენჩენკო ისეთი გარეწარი და ანტი გმირი არის საზოგადოებისათვის რომ, მისი გულისათვის არავინ არის ხმის ამომღები უკრაინაში როდესაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ, გმირად და უკრაინის გადამრჩენლად მიიჩნევდნენ ხალხში, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს.
Პირადად ამ ნაძირალა სემენჩენკოს ბრძანებით ორჯერ იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა უკრაინაში რომლის შემსრულებლებში ნაძირალა და გამყიდველი ქართველებიც ერივნენ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ.
Დასასრულს კი ვიტყვი რომ, გუშინ როდესაც წარსულისა და ეხლანდელი ფაქტების შეფასება გავაკეთე დავრწმუნდი რომ, ეს ის შემთხვევაა რომელიც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო და ის არანაირად უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს, უბრალოდ საკითხის სხვა ჭრილში პოლარიზებისათვის მოახდინეს დამთხვევა.
Საქართველოს საპატიმრო მისთვის ტრაგედია ნამდვილად არ არის უკრაინისაგან განსხვავებით.
Იქ რომ მომხდარიყო მისი დაპატიმრება ის სისულელე რომლითაც აქ დააზომბირეს ხალხი პუტინი და რუსული ისტერია იქ არ იმუშავებდა, იქ იქნებოდა ჩვეულებრივი ბუჯეტისა და სხვისი ქონების ქურდი რაც საბოლოოდ პოლიტიკურ ლეშად აქცევდა, ხოლო საქართველოს საპატიმროში ის ხალხში ანგაჟირებული პუტინის პატიმარი რომელიც დროთა განმავლობაში (მალე ძალიან) განთავისუფლდება კიდეც და მოქალაქეობასაც დაიბრუნებს, პლიუს არ არის გამორიცხული პოლიტიკაში შემობრუნებაც.
Ბოლო ჯამში მას 9 წელი საქართველოში და 6 წელი უკრაინაში ბიუჯეტის ძარცვა, მოქალაქეების ქონების მითვისება, ბიზნესის რეკეტი და მკვლელობები ხახვივით შერჩა!!!
Დიახ, მისთვის ახლა საქართველოს საპატიმრო ყველაზე უსაფრთხო ადგილია პლანეტაზე და არა სასჯელი იმ არა ადეკვატური სასჯელის ზომის გათვალისწინებით რაც მას აქვს ან მიიღებს, გარდა ამისა ქართული ციხიდან დიდი ალბათობაა ის პოლიტიკაშიც დაბრუნდეს ნუ დაგავიწყდებათ რომ, ის დღესაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, 3 ტელევიზიისა და მილიარდების მდლობელია.
Სინამდვილეში მისი ეხლა ამ ფორმით ჩამოყვანა და საპატიმროში მოთავსებაში ხალხისათვის საზეიმო არაფერია!!!
Გავა მოკლე დრო და ამაში თავად დარწმუნდებით!
Საქართველოსთვის ეს ორი მტარვალი ბიძინა ივანიშვილი და მიშა სააკაშვილი ნგრევა და უბედურეებაა. Თუკი ისენი აქამდე ცალ ცალკე იყვნენ ეს აქ და ის იქ, დღეს კი ორივე ისევ საქართველოში არიან და თუ არ მოხდება ძირეული ცვლილებები ქვეყანაში, მაშინ ეს ორნი ერთმანეთის მაშველი რგოლები იქნებიან, დამიმახსოვრეთ სიტყვაზე!”
 – წერს პოლიტიკური დევნილი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი
კომენტარები