სააკაშვილის ერთმა უნებურმა წამოცდენამ მისი ავი ბუნება და ბოროტი მისწრაფებები გააშიშვლა!

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელი ქართულო საზოგადოებავ. როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით…“

 – ასე იწყება წერილი, რომლითაც სააკაშვილმა თავის მომხრეებს ციხიდან მიმართა. წერილის დასაწყისშივე დაშვებულმა უხეშმა გრამატიკულმა შეცდომამ კი, ავტორისგან უნებურად,  ქართველი საზოგადოების მიმართ  მის ნამდვილ განწყობას და დამოკიდებულებას ჩამოხსნა ფარდა!

 

საქმე ის გახლავთ, რომ საზოგადოებას ზედსართავი სახელი „ქართული“ არ შეესაბამება. სწორი ფორმა გახლავთ „ქართველი საზოგადოება!“

შეიძლება თქვა „ქართული მიწა,“  „ქართული საქმე,“  „ქართული ნაწარმი“ ან „ქართული კანონი,“  თუნდაც, „ქართული ფული!“ მაგრამ არავითარ შემთხვევაში „ქართული საზოგადოება,“ ვინაიდან აქ მოყვანილი მაგალითებისგან განსხვავებით, „საზოგადოება“ ცოცხალი ადამიანების კრებულია. „ქართული“ – ითქმის არაცოცხალზე! ხოლო ცოცხალზე ითქმის „ქართველი!“

აი, მაგალითად, ხომ არავინ იტყვის „ქართული ერი?“ ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორი ფორმაა „ქართველი ერი!“ და თუ ერზე ითქმის „ქართველი…“ საზოგადოებაზე რატომ უნდა ითქვას „ქართული?“

და მაინც, რა იმალება ამგვარად გამოხატვის მიღმა?

სააკაშვილმა ურცხვად, ოკუპანტისთვის ჩაბარებულ სიცოცხლით სავსე ქართულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა… ამით დაამტკიცა, რომ მისთვის არც „ქართველი“ ფასობს და არც „ქართული!“

თავი და თავი ის არის, რომ სააკაშვილს ქართველი საზოგადოება ცოცხლად არ მიაჩნია! სააკაშვილი მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში ცდილობდა, საზოგადოება დაესამარებინა! ღირსება და თავისუფლება წაერთმია, რაც საზოგადოებას აცოცხლებს და რის გამოც, გამოხატვის დროს ზედსართავი სახელი „ქართველი“ შეესაბამება! დიახ, სააკაშვილს უყვარს ქართული ღვინო, მაგრამ არ უყვარს ქართველი კაცი, რომელიც ამ ღვინოს წურავს!

სააკაშვილის მთელი მოღვაწეობა ქართველი საზოგადოების მოშთობასა და მის ნაცვლად, ზომბირებული, მორჩილი, ღირსებააყრილი „ქართული საზოგადოების“ ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად, რომელიც ზოგადად, საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშანწყალს არ გამოავლენდა!

ასეთი საზოგადოება, ადამიანების ასეთი კრებული მან მართლაც შექმნა – თავისი მიმდევრების და მომხრეების სახით. მათთვის მათთვის მიშა – მესიაა! სხვისი ჭირი „ღობის ჩხირია!“ მიაჩნიათ, რომ სწორად იქცეოდა მათი ბელადი, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდა, შეთითხნილი ბრალდებებით უდანაშაულოებს აპატიმრებდა, ქონებას ართმევდა! ათასი მაგალითი რომ მოუყვანო და დოკუმენტურად დაუსაბუთო, ვერ აღიარებინებ, რომ მიშას დავალებით ციხეში პატიმრებს აწამებდნენ, ზოგს აუპატიურებდნენ კიდეც, რათა შეთითხნილი ბრალდებები ასეთი ენით აუწერელი წამების შედეგად მოპოვებული „აღიარებებით“ განემტკიცებინათ! თუ სასწაული მოხდა და დამტკიცება მოახერხეთ – მიშას მიერ შექმნილი „ქართული საზოგადოება“ უტიფარი გამომეტყველებით გიპასუხებთ, რომ „ასე იყო საჭირო!“ რომ ნაწამები და მოკლული ადამიანები ასეთ ხვედრს იმსახურებდნენ და მორჩა! აი, „ქართული საზოგადოება“ – მათ ვერაფერს შეაგნებინებ… სააკაშვილი ციხიდან სწორედ ასეთ, „ქართულ საზოგადოებას“ მიმართავს ღია წერილით და საქართველოში მორიგი დესტაბილიზაციის მოსაწყობად მოუწოდებს!

რაც შეეხება ქართველ ერს და ქართველ საზოგადოებას – ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას! ღირსების შეგრძნება კარნახობს, რომ სიკვდილი უჯობს, ვიდრე უსიცოცხლო და უღირს „ქართულ საზოგადოებად“ იქცეს!

უფალი ღაღადებს:

„ქართული საზოგადოება“ ბოროტი და მერკანტილურია, ვერცხლისმოყვარე, ამქვეყნიურ სიამეებზე ორიენტირებული და „ფართო ჭიშკრით“ დადის;

ქართველი საზოგადოება კი, კეთილი, მოაზროვნე, ბრძენი, მამაცი და ღვთისნიერია. მტერსაც ცნობს და მოყვარესაც. ის თავისი არსებობის დასაბამიდან ვიწრო ჭიშკრით მიემართება გადარჩენისა და გაბრწყინებისკენ.

იარონ!!!

ზაზა დავითაია

კომენტარები