სააკაშვილის “სექტის” “დრუიდი” მეგი გოცირიძე ირწმუნება, რომ დედაქლაქში საახალწლო ნაძვისხეს ნიკა მელია მორთავს

„ამ ახალ წელს, მელია მორთავს დედაქალაქში ნაძვის ხეს , ნაძვისხესთან მიშა იდგება და ახალ წელს მიულოცავს ხიხოსგან თავისუფალი საქართველოს“

„ცოცხით შექმნილო ქოცებო, დასქრინეთ და შეინახეთ ეს პოსტი ❗________ამ ახალ წელს, მელია მორთავს დედაქალაქში ნაძვის ხეს , ნაძვისხესთან მიშა იდგება ჩვენთან ერთად ჩართვაზე და მთელს ქვეყანას, ახალ წელს მიულოცავს ხიხოსგან თავისუფალი საქართველოს , დედაქალაქის ცენტრიდან- თავისუფლების მოედნიდან“.
წერს – სააკაშვილის ერთგული ჯარისკაცი მეგი გოცირიძე.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები