სააკაშვილის წინასწარმეტყველების ასრულება ძალიან დაგვიანდა
რუსულ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებულის, მიხეილ სააკაშვილის პოსტი ვრცელდება. – “დაიმახსოვრეთ ეს ტვიტი – ზუსტად ერთი წლის შემდეგ უკრაინა რუსეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის!” – წერს ფეისბუქის პოსტში მიხეილ სააკაშვილი. ამ მოწოდების გავრცელებას ირონიული საფუძველი უდევს, ვინაიდან სააკაშვილმა აღნიშნული პოსტი 2014 წლის 26 აგვისტოს, დილის 10 საათზე დაწერა, თუმცა მისი “წინსწარმეტყველება” აქამდე არ ამხდარა…