„სააკაშვილი დარბის ხან ქართულ და ხან უკრაინულ ტელევიზიებში და ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა და რაღაც რეფომრები უნდა გაატაროს უკრაინაში“ – ნიკოლოზ მჭედლიშვილი

-„სწორედ ამაზე წერს ეს უკრაინელი ბლოგერი, – მიშა არაფრის გამკეთებელია უკრაინაში. იქნება მისი ბევრი ინტერვიუ, ხმაური, დისკუსია, რეფორმების გარდა.

მიხეილ სააკაშვილი ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა და ჯერჯერობით ამით არის დაკავებული.

სააკაშვილი დარბის ხან ქართულ და ხან უკრაინულ ტელევიზიებში და ყველას აგებინებს, რომ რაღაც თანამდებობაზე დაინიშნა და რაღაც რეფომრები უნდა გაატაროს უკრაინაში. ჯერჯერობით ამით არის დაკავებული და არც ერთი სიტყვა ამ კაი ხნის განმავლობაში არ უთქვამს, კონკერულად რა რეფორმები უნდა გააკეთოს. არადა “რეფორმები” აბსტრაქტული ცნება არ არის. ამ ეტაპზე მინიმუმ მონახაზზე, სტრეტეგიაზე მაინც უნდა საუბრობდეს სააკაშვილი, მაგრამ არაფერი. სწორედ ამაზე წერს ეს უკრაინელი ბლოგერი და ამბობს, რომ მიშა არაფრის გამკეთებელია უკრაინაში. იქნება მისი ბევრი ინტერვიუ, ხმაური, დისკუსია, რეფორმების გარდა”, – წერს  ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ჯანგიროვმა მიხეილ სააკაშილის დანიშვნასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა; „სააკაშილმა “მოხეტიალე რეფორმატორის” როლი აიღო. მის დანიშვნასთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ წინააღმდეგობა გამოთქვა, უარყოფითად რეაგირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც“.

უკრაინელი პუბლიცისტი დიმიტრი ჯანგიროვი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა და სააკაშვილი ოსტაპ ბენდერს შეადარა, რომელიც დასავლელი პოლიტიკოსების არარსებული მფარველობით ტრაბახობს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დანიშნა.

კომენტარები