„სააკაშვილი დასაკარგი ადამიანი არ არის – „მიუტევე და მოგეტევება“ – პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის ბოდიშზე

-„მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე შევხვდი. სააკაშვილი დასაკარგი ადამიანი არ არის.

იმის მიუხედავად, რომ მასზე ინტერპოლით არის ძებნა გამოცხადებული, დადის მთელ მსოფლიოში, გამოდის CNN-ზე, CBS-ზე, EURONEWS-ზე, მას ღებულობენ პრეზიდენტები სხვადასხვა ქვეყნის, მგონი, ასეთი ადამიანი დასაკარგი არ არის, მან ბოდიშიც მოიხადა, განაცხადა, – შეცდომები იყო დაშვებული… ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები – „მიუტევე და მოგეტევება“. მეორეც ერთი, მას წარსულს ახსენებს ის ხალხი, ვინც დღეს მთავრობაშია, ვისაც არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ვამბოთ სისხლიან 9 წელზე, სისხლიანი 8 წელიც არ დაგვავიწყდეს. თუ აწონით იმ სისხლს, რაც დაიღვარა მარტო 20 ივნისს, გადაწონის იმ სისხლს, რაც სააკაშვილის დროს იყო.

მქონდა გაერთიანებული ოპოზიციიდან შემოთავაზება, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან ამჯერად თავი შევიკავაე“,-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

კომენტარები