„სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ“-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების (მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი) კომენტირებისას განაცხადა:

-„ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა,  აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, მოგვიწოდებდეს ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, ფორმალურად იყოს ჩართული მოლაპარაკებებში.

სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს, მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს. ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცმა, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები