„სააკაშვილი თავის ინტერვიუში დეტალურად ჰყვება, -სიმაღლეები აზარბაიჯანს სჭირდება და ამიტომაც გადაწყვიტა, მათ გადასცეს“ – ლევან ნიკოლეიშვილი

-„არ წყდება ვნებათაღელვა დავით გარეჯის საკითხის გამო, თითქოსდა ყველაფერი გასაგებია – აქეთ სამშობლოსათვის გულანთებული ადამიანების უმრავლესობა, რომელსაც წარმოდგენაც კი ზარავს იმის შესახებ, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ თურმე გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და იქით ოპოზიციის მიერ გმირად წარმოჩენილი მელაშვილი, რომელიც სწორედაც, რომ ამას ამტკიცებს, ოღონდ ვითომდაც დელიკატურად: დავით გარეჯი მთლიანად ჩვენი არ არისო, ნაწილი კი და ნაწილი არაო…ოპოზიციაც თავს უქნევს, ხოო, ხოო მართალი ხარო… …მაგრამ ჯერ სად ხართ, არის კიდევ ერთი, ქართული მიწების გასხვისება-გაჩუქებაში არაერთგზის ეჭვმიტანილი, მავნებელ-კლასტერთა ბელადი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის ინტერვიუში დეტალურად ჰყვება, რომ სიმაღლეები აზარბაიჯანს სჭირდება, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და იმიტომ თურმე, და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მათ გადასცეს! უყურე შენ! შენ არ გჭირდება გასაგებია, ქვა-ღორღია, ალბათ, როგორც ლიახვის ხეობის სოფლები, მაგრამ ამ ქვეყანასაც რომ სჭირდება, და თან ჩვენი, რომ არის? ჩვენთვის არ არის სიმაღლე თუ სტრატეგიული მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს? თან ჩვენი სიწმინდეები და ისტორიული მიწები რომ არის? საუკუნეები ჩვენი წინაპარი, ერიც და ბერიც იმიტომ იბრძოდა და იცავდა ჩვენს ქვეყანას, რომ პერიოდულად სააკაშვილისნაირები გამოჩენილიყვნენ და ასე გაეჩუქებინათ მიწები? საინტერესოა რა ფასად? რის ფასადაც არ უნდა იყოს, ვინ მოგცა უფლება, ასე გაასხვისო-გააჩუქო ქვეყნის ტერიტორიები? ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს?“ -წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი თავდაცვის საკითხებში, ლევა ნიკოლეიშვილი, სააკაშვილის 2007 წლის ინტერვიუს შესახებ, რომლის შესახებაც რეპორტაჟი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა,- აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. – „ჩვენ შევთანხმდით,  უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“.

კომენტარები