სააკაშვილი კიშინიოვის აეროპორტში დააფიქსირეს

არაფერია ცნობილი, თუ რა მიზანს ემსახურება მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი ვიზიტი მოლდოვაში. 8 ნოემბერს ის კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დააფიქსირა და ფოტო ფეისბუქში გამოაქვეყნა კიშინიოვის მუნიციპალიტეტის მრჩეველმა ნიკიტა ცურკანმა. კიშინიოვის აეროპორტში სააკაშვილის ყოფნა დაადასტურეს აეროპორტის წარმომადგენლებმა.

ცნობილია, რომ ზაფხულში სააკაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ მიიწვია ქვეყანაში იუსტიციის სისტემის რეფორმირებაში საკონსულტაციოდ. ყოველ შემთხვევაში ასეთი მოლაპარაკების ფაქტს თვითონ სააკაშვილი ადასტურებდა.

სააგენტო Sputnik-ის წყარო კი იუწყება, რომ სააკაშვილი შემთხვევით აღმოჩბდა მოლდოვაში. თვითმფრინავი, რომლითაც ის ვარშავიდან ოდესაში მიფრინავდა, უამინდობის, კერძოდ, ოდესის აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო, იძულებული იყო კიშინიოვის აეროპორტში დაშვებულუიყო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ მოლდოველი ჟურნალისტები აქტიურად გამოეხმაურნენ მაია სანდუს გადაწყვეტილებას სააკაშვილის მოწვევის შესახებ. ზოგიერთმა ეს მოწვევა დაიწუნა და ხელისუფლებას მოუწოდა, ვიდრე სააკაშვილს და მის გუნდს ასპარეზს დაუთმობთ, შვიდჯერ კი არა, თოთხმეტჯერ გაზომეთო. ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი კორუიფციას ებრძვის არის პიარი და მეტი არაფერი, სამაგიეროდ, იქ სადაც ჩნდება ეს პიროვნება, იქ იწყება კონფლიქტები. 2019 წლის 13 ივლისს სწორედ ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ალეკსანდრ ისაევის სტატია „Где Саакашвили — там конфликт“.

წყარო: ru.sputnik.md

 

კომენტარები