„სააკაშვილი საზოგადოებამ გაიყვანა, მოდით, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ გააგდო პოლიტიკიდან – სააკაშვილმა დაასრულა კრახით, ბიძინა ივანიშვილმა გუნდთან ერთად პროგრესის მიღწევა“ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  პარლამენტში, ბრიფინგი გამართა.

ჟურნალისტების კითხვას,  რა განსხვავებაა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას შორის?

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა:

-„მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა კრახით, ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად ამდენი გამოწვევისა, რაც რეგიონშია, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო, უზრუნველყო გუნდთან ერთად პროგრესის მიღწევა, ამ პროგრესის გარკვეულ ეტაპზე, ისევ იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი დინამიზმი შეიძინოს პოლიტიკურმა პროცესმა, დატოვა პოლიტიკა. ძირითადი არსებითი განსხვავება ის იყო, რომ სააკაშვილი საზოგადოებამ გაიყვანა, მოდით, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ გააგდო პოლიტიკიდან იმიტომ, რომ ის ახორციელებდა ხელისუფლების უზურპაციას, აყალბებდა არჩევნებს, აკონტროლებდა მედიას, ბიზნესი ჰყავდა ტერორის ქვეშ მოქცეული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან საკონსტიტუციო რეფორმით, ინსტიტუციური რეფორმებით ხელისუფლება დაუბრუნა საზოგადოებას, არჩევნები დაუბრუნა საზოგადოებას, საკუთარი მიზნები ღიად ჰქონდა გაცხადებული, დღეს ასევე ღიად განაცხადა,  რატომ გადაწყვიტა,  გავიდეს პოლიტიკიდან და მართვის სათავეები და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჰქონდა, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გადააბაროს გუნდს. აი, ეს არის განსხვავება, როგორ იქცევიან არადემოკრატი ადამიანები და როგორ იქცევა დემოკრატი ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რჩება, სამოქალაქო საქმიანობას განაგრძობს“,  – განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

კომენტარები