„სააკაშვილი ციხეშია, მისი გამოყვანა ვერ ხერხდება, ამისი არც რესურსი და არც ძალა არა აქვს…“ – გიორგი ქარდავა

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“

სტუმარი: გიორგი ქარდავა – პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი

-„ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ კინკლაობამ და გაურკვეველმა პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში გაზარდა სრული გაუცხოება მათ მიმართ. რაც არ უნდა რეინკარნაცია, რებრედინგი მოახდინონ, აქ არის ორი ფაქტორი. პირველი, –  არავინ არის ამ პოლიტიკურ ფლანგზე მათ მხარეს და მათ რიგებში ისეთი, ვინც ხალხში დასაყრდენს მოიპოვებს.

ზოგადად, ლიბერალური სტრუქტურის ძალებს საქართველოში პრაქტიკულად უკვე მომავალი არა აქვთ. მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ტოქსიკური ბირთვული ელექტორატი დიდწილად საზრდოობს და არსებობს სააკაშვილით. სააკაშვილი ციხეშია, მისი გამოყვანა ვერ ხერხდება, ამისი არც რესურსი და არც ძალა არა აქვს ოპოზიციას, სცადეს უკვე, ორ თვეში გამოიფიტა ეს ყველაფერი და პრაქტიკულად ფიასკომდე მივიდნენ. ამიტომ სააკაშვილის საკითხის ამოწევა უკვე წარმოუდგენელია…“,- განაცხადა გიორგი ქარდავამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

კომენტარები