სააკაშვილ – ბოკერიას მედია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ

როდესაც ირმა ინაშვილი – სახელმწიფოს დეოკუპაციის ერთადერთ და უალტერნატივო გზაზე საუბრობდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შერიგებაზე გადის, სააკაშვილ – ბოკერიას პარტიული ტელევიზიები გამოგონილი ბრალდებებით ებრძოდა.

მანამდე კი ამ ტელევიზიების “შეფებმა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოწინააღმდეგს რის ჩაბარებაც კი შეიძლებოდა ჩააბარეს, დაწყებული სტრატეგიული ობიექტებიდან დასრულებული კოდორის, ახალგორის და ასზე მეტი სოფლით, რომელსაც მოგვიანებით ქვაღორღი უწოდა სააკაშვილმა.

არ ვიცი რა სურთ ნაცმედიაში მოღვაწე ჟუუუურნალისტებს, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნამდვილად არ სურთ!
არც გარეჯის საქართველოდ მოხსენიება სურთ!
აღარაფერს ვამბობ ქართული ეკლესიის ნგრევაში შეტანილი წვლილისთვის.

P:S – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მხოლოდ მოსკოვში დევს!
ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე გადის!

რას სურთ სააკაშვილ-ბოკერიას ჟურნალისტებს!?
სახელმწიფოში მუდმივად დუღდეს ანტირუსული განწყობები!
ჭარბად გვქონდეს გამჯდარი რუსოფობიური განწყობები!
ოკუპაციას ვებრძოლოთ ფასადურად და პატრიოტული სულისკვეთება გადმოვიტანოთ სატელევიზო სპექტაკლებში, გავრილოვთან და 80 – წლის პოზნერთან ბრძოლაში!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები