სააკაშვილ – ბოკერიას პარტიული ტელევიზიები და რეჟიმის იდეოლოგი ჟურნალისტები ისევ ეკლესიას ებრძვიან

დავით გარეჯის საკითხის წამოწევამ ნაცმოძრაობის და მის სატელიტი პარტიებს დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა და მთლიანად თავდაცვაზე გადაიყვანა.
შესაბამისად პარტიულ ტელევიზიებში გამაგრებულმა ნაც_იდეოლოგებმა სააკაშვილ – ბოკერიასგან დავალებებიც მიიღეს.
გარეჯის საკითხზე ეკლესიის პოზიცია უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა მეუფეების განცხადებები არ წყალობს რეჟიმის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დავით გარეჯი გაყიდეს !!!
ტვ – პირველს და მთავარ არხს სააკაშვილ – ბოკერიას “კლასტერისგან” მიეცათ დავალება გაეძლიერებინათ წმინდა სინოდის წევრების მადისკრედიტირებელი კამპანია.
გრიგოლია – გვარამიას ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ პროვოკაციების მოწყობით და სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მეუფეების დისკრედიტაციით არიან დაკავებული.
მიზანი რა თქმა უნდა მიუღწეველია და მცდელობა სინოდის წევრების “დემონიზების” მცდელობად რჩება.
უკანასკნელ კვლევებში ეკლესიის მიმართ ისევ მაღალი ნდობაა.
მწამებლების “კლასტერს” კარგად აქვს გაანალიზებული, საპატრიარქო შეურიგებელი იქნება რეჟიმის მიმართ, რომელიც კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა და ყიდდა ქართულ მიწებს ქართულ სიწმინდეებთან ერთად.
მათი ერთადერთი შანსი ეკლესიაში ჩანერგილი აგენტების, პარტიული ტელევიზიების და იდეოლოგი ჟურნალისტების გამოყენებით საპატრიარქოსთვის და ეკლესიისთვის დარტყმის მიყენებაა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები