სააკაშვილ – ბოკერიას სადისტურ რეჟიმს ქართველი ხალხი 9 – წლის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი

2011 – წლის 26 _ მაისის სადისტური დარბევა ამის ნათელი მაგალითია.
26 მაისს მძევლად ქართველი ხალხი მერაბიშვილის საპოლიციო ძალებმა აიყვანა, იმისთვის, რომ განსხვავებული აზრის და ბელადის წინააღმდეგ გამოსვლის გამო დაესაჯა !!!
“26 მაისს პოლიციამ წინასწარ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრი “რუსთაველისა” და სხვა მიმდებარე ქუჩები.დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით,
უმოწყალოდ დაარბიეს დემონსტრანტები.
მერაბიშვილის ბრძანებით რუსთაველის გამზირი გადაიკეტა საპოლიციო ძალების მიერ, იმისთვის, რომ გაქცევის საშუალება არ ჰქონოდათ.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია.
მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებით და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი დემონსტრანტი. დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული პირი”.
არ დაგვავიწყდეს ვინ იყვნენ ჩვენი ქვეყნის მთავარი ტერორისტები !!!

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები