სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

სააღდგომო არდადეგების გამო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინის მიღება 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით არ შეეძლებათ.

ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდა 8,000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო. მათივე ცნობით, ყველა ამ ადამიანისთვის ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებული იქნება. ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები