-„ასე საახალწლოდ რომ დააკავეს, ბექა ვარდოსანიძემ რა შეურაცხყოფა მიაყენა ასეთი პოლიციას, რაც ნაცებს, მათ ჟურნალისტებს ან მობარიგო, თეთრ ხმაურელ ლიბერასტებს არ უკადრიათ, ყოველ აქციაზე რომ შეურაცხჰყოფენ პოლიციას და ხელს არავინ ჰკიდებს? სამართალდამცავების შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელია და უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ბექა ვარდოსანიძისგან მე უცენზურო სიტყვა არ გამიგია ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, ბექა ისეთს არაფერს იტყოდა, დასაკავებელი გამხდარიყო. როგორც ჩანს, კვლავ პროდასავლელი, ლიბერალი ჟურნალისტების პრივილეგირებული მდგომარეობის გამოხატულებასთან გვაქვს საქმე – იჩივლა სოროსის ჯიბის ჟურნალისტმა, რომელსაც აქციაზე ბექას კითხვები არ მოეწონა და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს მისთვის არაკომფორტული ვითარების შემქმნელი ადამიანი, რომ მომავალში ჟურნალისტთან კონფრონტაცია ვეღარავინ გაბედოს“, – წერს წერს „ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, შოთა მარტინენკო.
ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე დააკავეს