საბერძნეთის პოლიციამ ათენში 9 ქართველი დააკავა, 8 მამაკაცი და ერთი ქალი

საბერძნეთის პოლიციამ ათენში 9 ქართველი დააკავა, 8 მამაკაცი და ერთი ქალი. მათ ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და წლების განმავლობაში ათენში საცხოვრებელი სახლების ძარცვაში. პოლიციის ინფორმაციით, ნივთმტკიცებულების სახით ამოღებული ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 ათას ევროს აღწევს.

ამ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ბერძენი სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ კრიმინალურ დაჯგუფებას. დამნაშავეებმა 31 სახლი გაძარცვეს ათენის ტერიტორიაზე. ოფიციალური ცნობით, სახლების შესახებ ინფორმაციას ისინი, ძირითადად, მომვლელი ქალებისგან იღებდნენ. სავარაუდოდ, დაკავებული ერთი ქალიც მომვლელად მუშაობდა ოჯახში.

დაჯგუფებას ჰქონდა სპეციალური გასაღები, ყველა კარის საკეტს ადვილად აღებდნენ. ჩხრეკის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა, საათები, მობილური ტელეფონები, ტექნიკა, კომპიუტერები და სხვადასხვა აქსესუარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება, , 150 000 ევრომდეა. ნაღდი ფულის სახით პოლიციამ 6500-მდე ევრო ამოიღო. ასევე საუბარია 3 მოპარულ მანქანაზე.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 3 წლის წინ შეიქმნა. ჯგუფის წევრებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული.

წყარო: star.gr

კომენტარები