საბერძნეთში ვაქცინაციის ვალდებულებას აპროტესტებენ

ინფორმაციას და ფოტო მასალას georgians.gr აქვეყნებს:

“ათენის ცენტალურ მოედნებზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სინდაღმასა და ომონიაზე ვაქცინის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

ირკვევა, რომ ისინი ვაქცინაციის ვალდებულებას აპროტესტებენ, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ მოხუცთა მოსავლელი ცენტრების პერსონალს დაუწესა.

როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, ძალიან ცოტა ადამიანი ატარებს პირბადეს, დისტანციებზე კი, საუბარიც ზედმეტია.”

წყარო: https://georgians.gr/vaqtsinis-mowinaagmdegeta-saprotesto/

კომენტარები