საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

7 ნოემბრიდან, საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, შეზღუდვები სამი კვირით ამოქმედდება.

-„ავირჩიე მკაცრი ზომების დაწესება უფრო ადრე, ვიდრე დაგვიანებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა. 

საბერძნეთში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, გაზაფხულზე „კოვიდ-19“-ის ნაკლები შემთხვევა აღირიცხა, ეს საყოველთაო კარანტინის დროულ გამოცხადებას უკავშირდება. საბერძნეთმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება მაისიდან დაიწყო, ოქტომბერში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა,  ხელისუფლებას შეზღუდვების კვლავ გამკაცრება მოუწია.

 

კომენტარები