საბოლოოდ კი არც ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსედაბა და ნაცმედიის და ნაცექსპერტების ეს ისტერიაც ისე ჩაივლის, როგორც ბევრი სხვა

 

ექსპერტებს პომპეოსთვის წერილი მიუწერიათ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების თხოვნით, სიმართლე გითხრათ წერილი აღარ წავიკითხე თავშივე მივხვდი რა სახის აფსურდთან მექნებოდა საქმე.

ეხლა რაც შეეხება ექსპერტებს და ამერიკულ სამხედრო ბაზას სულ მცირე იმის გააზრება უნდა შეგვეძლოს, რომ კავკასიის რეგიონის შუაგულში ვართ და ჩვენს გარშემო რუსულ სამხედრო ძალებს ალყა აქვს შემორტყმული.
აღარაფერს ვამბობ მოსკოვის ხელში არსებულ უზარმაზარ ბერკეტებზე ეკონომიკურ თუ სხვა მნიშვნელობის, რომელსაც აუცილებლად აამოქმედებს
ჩვენს წინააღმდეგ საკუთარი ინტერესების დაცვისთვის.

ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება კი რომელიც არ მოხდება და არც უნდა მოხდეს, გადაგვიყვანს მუდმივი ომის საფრთხის ზღვარზე, რაც დესტაბილიზაციის და ესკალაციის პირველი წყაროა.

ექსპერტების სიაში ისეთი ნარჩევ ნარჩევი გვარები შემხვდა, ეს ცალკა განხილვას საჭიროებს მათი სტატუსი თუ კვალიფიკაცია.

მაგრამ აქ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო მეინსტრიმ მედიის და ოპოზიციის როლზე, რომელიც ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხს თითზე დაიხვევს და აპელირებას დაიწყებს, ვინც ლოგიკური მსჯელობით გაემიჯნება ამ მოთხოვნას მათ რუსეთის მონად და ეფეზბეს აგენტად მონათლავენ, რაც მთავარია პომპეოს ჩამოსვლამდე შექმნიან რუსოფობიური ნარატივით გაჟღენთილ ისტერიულ ფონს, რომელზეც გადავა მთელი ყურადღება და გადაიფარება ოპოზიციისთვის არასასურველი განცხადებები, რომელსაც პომპეო გააკეთებს პრეზიდენტთან თუ პრემიერთან შეხვედრის დროს.

საბოლოოდ არც ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსედაბა და ნაცმედიის და ნაცექსპერტების ეს ისტერიაც ისე ჩაივლის, როგორც ბევრი სხვა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები