„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის მატჩი, დღეს, 20:00 საათზე, გაიმართება

თბილისის „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის საპასუხო მატჩის წინ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

„ერთი კვირის წინ „საბურთალომ“ „არარატ-არმენია“ ერევანში დაამარცხა ანგარიშით 2:1 და მნიშვნელოვნად გაზარდა პლეი-ოფის რაუნდში გასვლის შანსები. თუმცა რაიმე დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.

„საბურთალოს“ გარკვეულწილად გაუმართლა კენჭისყრის კუთხით. თუ „საბურთალო“ შემდეგ ეტაპზე გადავა, მას ლუქსემბურგული „დუდელანჟისა“ და ესტონური „კალიუს“ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს შეხვედრა.

დუდელანჟს მარტივ მეტოქედ არ მივიჩნევთ… წინა სეზონში მათ ჯგუფში შესვლის კანდიდატად არავინ მიიჩნევდა, მაგრამ სენსაცია მოახდინეს და ფინალურ ეტაპზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის მატჩი, დღეს,  20:00 საათზე,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები