საბურთალო”-”დილა” გორი სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს და მეც მონატრებული მიშა მესხის(რომლის ძეგლის გახსნისას, ძეგლის კურთხევის პატივი მერგო ნაკურთხი წყლის სხურებით) სტადიონისკენ გავემართე”-თამაზ ბიჭინაშვილი:

არქიმანდრიტი ანთინოზი (თამაზ ბიჭინაშვილი)

სოციალურ ქსელში წერს-

 

”საბურთალო”-”დილა” გორი
სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს და მეც მონატრებული მიშა მესხის(რომლის ძეგლის გახსნისას, ძეგლის კურთხევის პატივი მერგო ნაკურთხი წყლის სხურებით) სტადიონისკენ გავემართე. სამი თვე სამებიდან არ ვიყავი გასული და ტაქსს(ფული არ გამომართვა) ვუთხარი ვაკიდან წადი-მეთქი)) მაინტერესებდა ვაკე. ცოტა კი გავწვალდი და თამაშზე 15 წუთი დავაგვიანე, მარა, ცოტა ხანი თავი ევროპაში მეგონა))))) დაბლა ლოჟაში დამსვეს. გარშემო გოგოშკები ზიან, საბურთალოს ფეხბურთელების ცოლები და დები, უკან ნაცნობები, ანუ ფეხბურთის გურმანები ზიან.თითქმის ყველა საბურთალოს ”ბალეშიკობს”. მე გიორგი ნემსაძის ”საბალეშიკოდ” წავედი, მარტო იმიტომ კი არა, რომ უბნელია, მის ბიჭს ჯვარი მე დავწერე და სამასს კაციან ქორწილში თამადის მოადგილეც ვიყავი))))) გაიტანა საბურთალომ, აფეთქდნენ გოგოები)))) პირველი ტაიმის ბოლოს დილას მთავარი მეგოლე კოვტალიუკი გაუგდეს.ვფიქრობ თამაშს რა შემოაბრუნებს. დაიწყო მეორე ტაიმი, არაფერი. რჩება 15 წუთი. მოვიხსენი ფსკვნილი და ავტეხე ლოცვა: უფალო ნუ შემარცხვენ! გორს ჯერ წაგება არა აქვს და გიორგი ნემსაძეს ნუ ათქმევინებ მამაომ დამთარსაო! მერე ყველას გასაგონად ვიძახი დილა გოლს გაიტანს-მეთქი))) რჩება 10 წუთი და სპანდერამ არ დააბაბანა!!!!! ისე გამიხარდა ლამის სტადიონზე გადავხტი))))) დამთავრდა. გოგოებს შევხედე, გაოცებულები მიყურებდნენ. ბოდიში მოუხადე: სხვა გზა არ მქონდა-მეთქი)))))))
სამებაში ამაყი დავბრუნდი. ”პატარა გორი დიდია”))))))))))
არქ.ანთიმოზ ივერიელი

კომენტარები