„საბჭო დედაქალაქში ვითარებას აკვირდება“- დაწესდება თუ არა, თბილისში შეზღუდვები?

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს.

-„ამ ეტაპზე, თბილისში შეზღუდვების დაწესებისთვის კონკრეტული საფუძველი არ არსებობს. საბჭო დედაქალაქში ვითარებას აკვირდება.

კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება, დედაქალაქში უკვე გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, ეს , რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე, დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ზომებს მივიღებთ ჩვენ აქ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 478 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში – 196,  თბილისში 178, იმერეთში 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში 13, ქვემო ქართლში 15, შიდა ქართლში 6, გურიაში 1, მცხეთა-მთიანეთში – 4.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები