საგანგებო განცხადება ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტისა, რომელსაც აზრის გამოხატვის თავისუფლებაც დაუხშეს!

 – “მე, ჟურნალისტი ზაზა დავითაია, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ზედიზედ 3-ჯერ დამბლოკა. ჯერ 2, შემდეგ 3 და შემდეგ 7 დღით ამიკრძალა პოსტის გამოქვეყნება და სხვა პოსტების კომენტირება, იმავდროულად კი, მწვანე შუქი აუნთო ჩემზე სიცრუის გამავრცელებელ, ღირსების შემლახველ და ძალადობის კონტენტის შემცველ ცალმხრივ ინფორმაციებს!
ასე მოიქცნენ იმიტომ, რომ 5 ივლისის მოვლენები მათგან განსხვავებულად შევაფასე, ძალადობაში პირიქით ვამხილე ის ჯგუფები, რომლებიც ძალადობას ფარისევლურად აპროტესტებდნენ. მათ შევახსენე ჩემზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე სისხლიანი ანგარიშსწორება, რომელიც 2014 წლის 30 სექტემბერს პარტია ნაციონალური მოძრაობის ზონდერ-ბრიგადამ, „თავისუფალმა ზონამ“ ჩაიდინა და რომელზეც “ძალადობის” წინააღმდეგ ფარისეველ ფსევდომებრძოლებს დღემდე არ მოუხდენიათ რეაგირება!იხილეთ ჩემი პოსტი ბმულზე: https://www.facebook.com/zazdavitaia/posts/4142704692479418
ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე ფეისბუქის ადმინისტრაციამ 7 დღით დამბლოკა, რითაც, კომენტარებში გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციების გაბათილების საშუალებაც წამართვა! სამაგიეროდ, მწვანე აუნთეს ნაც ჯალათების და ლგბტ ჯგუფების მხრიდან ჩემს მიმართ ცრუ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს!
ფეისბუქის ადმინისტრაცია და მედიარეგულაციის უზურპატორი თამარ კინწურაშვილი ჯიუტად არ ამჩნევენ ორ გარემოებას:
1. ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ, ძალადობის კონტენტის შემცველ ვიდეოკადრებს, რომელიც წარმოადგენს „განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.“ ეს მასალა ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების გამომძიებლების მიერ სხვადასხვა დროს გადაეცათ ბრალდებულს და მის ადვოკატებს, რისი გამოყენებაც ამჟამად პოსტზე ხორციელდება სოციალური ქსელის მეშვეობით – ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით. აღნიშნული ძალადობა ამ მოცემულ მომენტშიც, საჯაროდ ხდება და ყველას შეუძლია იხილოს ჩემს პოსტზე მოძალადე პირების მიერ კომენტარებს დართული ვიდეოკადრები, როგორსაც ფეისბუქის ადმინისტრაცია სხვა შემთხვევებში სასტიკად კრძალავს! მათი გამავრცელებლები თავიანთ ვინაობასაც კი არ მალავენ!
2. ცრუ ინფორმაციას, რომელშიც ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები უარყოფენ ჩემზე „თავისუფალი ზონის“ 15 კაციანი ბანდის თავდასხმას, რაზეც სხვათა შორის, დამდგარია სასამართლო განაჩენი. ისინი ამტკიცებენ, თითქოს მე ვცრუობ და ერთი მოძალადე 15 თავდამსხმელად „მომეჩვენა,“ რის დასტურადაც აფრიალებენ ზემოთ აღნიშნულ, ჩემზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს, რაც სინამდვილეში, ჩემზე მეორე თავდასხმას ასახავს, რომელიც პირველი თავდასხმიდან ზუსტად 3 კვირის შემდეგ, 2014 წლის 21 ოქტომბერს მოხდა! ნეკნებჩამტვრეულს და უამრავი სხვა ტრავმის მქონეს ქუჩაში თავს დამესხა ამჯერად 1 პიროვნება, კვლავ – ნაციონალური მოძრაობის წევრი. ჩემზე მოძალადე ჯგუფები სწორედ ამ თავდასხმის კადრებით http://www.fmabkhazia.com/…/15519-videoportalze…აპელირებენ! როგორც ხედავთ, ამ კადრებს მოძალადე ჯგუფების “გამპრავებელი” ელექტრონული მედიაც აზიარებს, თუმცა კინწურაშვილის ინსტიტუტი ამასაც არ იმჩნევს!
მოვითხოვ, ფეისბუქის ადმინისტრაციამ და მედიარეგულაციის უზურპატორმა თამარ კინწურაშვილმა შეაფასონ ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც ძალადობის კონტენტის შემცველი ვიდეოკადრების გავრცელებით გამოიხატა და დამრღვევ პირთა მიმართ (რაც საჯაროდ ჩანს ამ პოსტზე https://www.facebook.com/zazdavitaia/posts/4142704692479418 კომენტარებში), მიიღოს ადეკვატური ზომები!
ასევე მოვითხოვ, ფეისბუქის ადმინისტრაციამ აკრძალოს ფეისბუქზე ჩემს მიმართ ძალადობის კონტენტის შემცველი აღნიშნული ვიდეოკადრების გამოქვეყნების ნებისმიერი მცდელობა – მომავალშიც!

მოვითხოვ, შეწყდეს თავისუფალი აზრის ჩახშობა “ფეისბუქზე” და ფეისბუქის ადმინისტრაციამ მედიარეგულაციის სისტემა დაატოვებინოს ლიბერალური ფაშიზმის მიმართ მიკერძოებულ ჯგუფს, რომელსაც თამარ კინწურაშვილი ხელმძღვანელობს!

თამარ კინწურაშვილი
საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის დიპლომატიურ კორპუსს მოვუწოდებ, სათანადო შეფასება მისცენ ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთვის თავისუფალი აზრის გამოხატვის აკრძალვას, რამაც უკვე მიიღო სისტემური ხასიათი!!!
პატივისცემით – ჟურნალისტი ზაზა დავითაია
კომენტარები