საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან მოიხსნება

საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან მოიხსნება/

საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს. ქვეყანაში ეს შეზღუდვა კარანტინთან ერთად მოიხსნება.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით არის ძალაში. გადაადგილების შეზღუდვა 23 მაისიდან აღარ იმოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 721 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 351.

 

კომენტარები