“საგანგებო სისულელეთა თვლას ვეღარ ავუდივარ”-შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერს –

“საგანგებო სისულელეთა თვლას ვეღარ ავუდივარ——–თუ კორონა–ვირუსი არ გადაგედება ავეჯის მაღაზიაში,რატომ მოგახტება მაინც და მაინც ტანსაცმელ—ფეხსაცმლის მარკეტში ან მოლში სადაც უზარმაზარი სივრცეებია და ვირუსს კი არა კენგუროს გაუჭირდება გადახტომა.როდემდე უნდა ვიყოთ ღამის პატიმრები 9 საათიდან?.თუ ასე გიყვართ ეს კომენდატობანა საკუთარ ოჯახებში დააწესეთ. არცერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყანას საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაუბლოკია,რატომ არ აღდგა თუნდაც დღესვე ეს სასიცოცხლო ქსელი მეტროს ჩათვლით?აზრზე მოდით ან სიცხე გაიზომეთ თერმოსკრინინგულ–დისტანციურად.”-წერს შალვა ნათელაშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები