საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა,

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს :

 19.07.2019 ნიუ-დელი – ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია:

✅ სავიზო პროცედურების გამარტივება;
✅ ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა;
✅ სავიზო დოკუმენტების ადგილზე – ინდოეთში – შემოწმება, რაც ხელს შეუწყობს რეალური ტურისტების და კეთილსინდისიერი ვიზიტორების საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას.

საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ხოლო VFS Global-ის მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კრის დიქსმა და ინდოეთის ჩრდილო და აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელმა ალოკ სინჰალმა.

კომენტარები