საგურამოში დავით გურამიშვილის სახელობის პარკი გაიხსნა

საგურამოში დავით გურამიშვილის სახელობის პარკი გაიხსნა.

დავით გურამიშვილის სახელობის პარკი წარმოადგენს ფონდი „ქართუს“ კიდევ ერთ პროექტს და საჩუქარს რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პარკის მოწყობა 2017 წელს გადაწყდა.

აღნიშნულ პერიოდამდე, ეს ადგილი მიტოვებულ და გაძარცვულ, მოუვლელ ტყეს წარმოადგენდა.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მოხდა ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული შესწავლა, ლანდშაფტის დიზაინის პროექტის შემუშავება და, რაც მთავარია, პარკის მოწყობა.

პარკი წარმოადგენს ოჯახური დასვენების, ჯანსაღი ცხოვრების და სპორტული აქტივობების ინტეგრირებულ პლატფორმას.

ამ უნიკალურ ეკოსისტემაში თავმოყრილია ულამაზესი ენდემური ბუნება, ამფითეატრი, სპორტული მოედნები, საბავშო გასართობი ზონა, ავტოპარკინგი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი მწერლისა საზოგადო მოღვაწის – დავით გურამიშვილის ძეგლი.

კომენტარები