სადამდე მიდის პოლიტპათოლოგთა ფანტაზია, აზრობთ?!

ირმა ინაშვილი:

“სერგეი ლავროვმა მესიჯი გამოგვიგზავნა, რომ ქართული მედია სრულად ანტიდასავლური უნდა გახდესო. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზუსტად ეს იგულისხმა, როცა ჟურნალისტს უპასუხა,- მე პროქართული მეგონეთო. აი, სწორედ პროქართულ-ი ნიშნავს ანტიდასავლურს და პრორუსულსო.

სადამდე მიდის პოლიტპათოლოგთა ფანტაზია, აზრობთ?!

“დასავლურებო”, ხალხს რომ ხვრეტდით და აწამებდით, თქვენ, თქვენ გეკითხებით:
პროქართული და, უფრო სწორად, ქართული ან რუსულს რატომ ნიშნავს, ან კორეულს და ან იაპონურს?! ქართული ქართულია და მორჩა! აქამდე მეგონა, ნათელი იყო, რომ ჯერ ქართული და ქართველი ხარ და მერე გინდა პრო იყავი და გინდა ანტიპრო! ან სად იწერება, ვის გონებაში იხარშება ასეთი, მართლა პარანოიკული მესიჯი, რომ თუ ამბობ- მე ვარ ქართული ინტერესის გამომხატველი, ე.ი. რუსული ხარ. ვინც ამ “აზრებს” აფრქვევთ, საკუთარ თავს შორიდან შეხედეთ, ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებით. ვერ ხვდებით, რომ საკუთარ ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებთ?!”

კომენტარები