„სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ“ – შალვა ნათელაშვილი

-„ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არ ჰქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები