სად გაქრა გრიპი? – სეზონური ვირუსები

-„წინა წლებთან შედარებით, წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელიც უფრო მაღალია, ამან,  ასევე დადებითი როლი შეასრულა.  სეზონურ ვირუსებს ახასიათებს ეპიდაფეთქებები, ყოველ სეზონზე ერთნაირად არ ცირკულირებენ. არის სეზონები, როდესაც სხვადასხვა სეროტიპები უფრე მეტად ან ნაკლებად ცირკულირებენ, ამიტომ ეს შეიძლება ბუნებრივი პროცესებითაც იყოს გამოწვეული.

 კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები და რეკომენდაციების დაცვა, -პირბადის ტარება, დისტანცია, მობილობის დავარდნა,  ყველაფერი ეს  ასევე არის პრევენციული ღონისძიებები სხვა რესპირაციული ინფექციებისთვისაც. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, თავიდან ავიცილებთ  სეზონურ ვირუსებსაც.  რეგულაციების დაცვით სხვა რესპირატორული ვირუსებიც შემცირდა. 

წინა წლებთან შედარებით, წელს ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ამან, გარკვეუწილად შეასრულა  დადებითი როლი. ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა  შექმნილმა სიტუაციამ განაპირობა. საზოგადოების ინტერესი უფრო მაღალია, საინფორმაციო კამპანიებიც ძალიან აქტიურია, ადამიანებში ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმირებულობაა”, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

კომენტარები