„სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?” –ნიკა გვარამია

მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში  სქრინებს აქვეყნებს და წერს:

-„სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?

სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების მოხეში ჩაგვრის წინააღმდეგ ან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაბლოკვის გამო?

ან ახლა სად ხართ, თქვე ნაძირლებო, გურიაში მუსლიმების ლამის რეპრესიები რომ მიდის და 24 საათიან რეჟიმში რომ იბრძვის მთავარი მათი უფლებების დასაცავად?

სად იყავით? თქვით რამე? დაიცავით თქვენივე თემის ინტერესები, ან თქვენივე რწმენის სხვა თემის ინტერესები?!

თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში. აი მანდ იყავით, ხართ და დარჩებით. ხო, დარჩებით, იმიტომ რომ სხვა მომავალი სუსის ვირთხებს, თან რელიგიური შუღლის გამღვივებლებს (რაც დანაშაულია), არ აქვთ.

ps გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში. მყრალი ღამურები. ერთი, მოპარული არჩევნებით აწ უკვე ქოცი დეპუტატი, მეორე – სუსთან კავშირ შეკრული, ქოცების ფულებზე დამჯდარი და ბოლნისის მერიის და საკრებულოს თავისი სადაქალოთი დამკომპლექტებელი…“

pps მაგარ კომპანიაში ხარ Ahmed Imamkuliev

сейчас раздражен? выпей валерьянку Ahmed Imamkuliev

 „მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ, 

კომენტარები