სად იყვნენ და წითელ ხიდთან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოდან გაქცევაში…

ფეისბუქმომოხმარებელი სანდრო უსტიაშვილი : ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოყვარული ბევრი ადამიანი წამოეგო სააკაშვილისა და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ გადმოგდებულ ანკესს: ხმის ჩახლეჩვამდე რუსეთის გინება უწყვეტ პროცესად იქცა!!!

დაპყრობა და ოკუპაცია რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, ეს უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ბევრმა ერმა იცის და უამრავმა ქვეყანამ იწვნია საკუთარ ტყავზე. “რუსეთი ოკუპანტიას” ძახილით ახალ რამეს ვამბობთ?!!!!!

სად იყვნენ ამ აქციების ორგანიზატორები მაშინ, როდესაც რუსეთის ბომბდამშენები გორსა და თბილისში ბომბებს ყრიდნენ 2008 წელს? – სად იყვნენ და წითელ ხიდთან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოდან გაქცევაში…. ამ ადამიანების დაკრულზე ცეკვა შეიძლება?!!!

როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს საქართველოს ისტორია მხოლოდ სკოლაში ნიშნების მისაღებად აქვს წაკითხული და ისიც ზედაპირულად. ქართველი მეფეები, ბრძოლების პარალელურად, პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებდნენ ათასი ჯურის, მათზე ძლიერ, საქართველოში შემოსეულ მტრებთანაც კი და ცდილობდნენ, შექმნილი კრიზისული სიტუაციებიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსულიყვნენ.

პოლიტიკას და საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობას არაფერ სასიკეთოს არ აძლევს არაფრისმომცემი ემოციები და ურაპატრიოტიზმი. ლანძღვის მაგივრად, რუსეთთან დიალოგია საჭირო თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და არჩენენ თავიანთ ოჯახებს.

რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს ანტირუსული ისტერია. გააცივეთ ემოციებით გაცხელებული თავები და გაუფრთხილდით საქართველოს ინტერესებს.

რუსეთის ლანძღვით, ღია აგრესიით, შეურაცხყოფის მიყენებით, ურაპატრიოტული გამოხტომებით საქართველოს ვერასდროს მოვუტანთ ვერანაირ სარგებელს! ნუ იქცევით სააკაშვილის ბნელი ზრახვების შემსრულებლებად!!!

კომენტარები