„სად მაქვს ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყურების დრო. ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა:

„სად მაქვს ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყურების დრო. ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“.

პოლიციამ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, 11 პირი დააკავა.

მოქალაქე ანა სუბელიანს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა.

„ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა როგორც დაგეგმილი იყო, 8 ნოემბერს  შედგა.

კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

კომენტარები