სად პოულობს მერია ასეთ “პროფესიონალებს”?!

ადვოკატი ლაშა გოლუბიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“მთელი დღეა სიცილს ვერ ვიკავებ და თქვენთვისაც რომ არ გამეზიარებინა არ შემეძლო.
მოკლედ სიტუაცია ასეთია (რა თქმა უნდა სახელებს და გვარებს, აგრეთვე საიდენტიფიკაციო მონაცემებს არ დავწერ. ისტორია რეალურია!):
ერთერთ მოქალაქეს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში და გარშემო სულ კერძო სახლებია აშენებული, ან შენდება. ამ პიროვნებამ გადაწყვიტა მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის (მცირე ზომის კორპუსის) აშენება, პროექტი წარადგინა თბილისის მერიაში, თავდაპირველად მერიის არქიტექტურის სამსახურმა მისცა ნებართვა. შემდგომში რატომღაც სხდომა განმეორებით ჩაატარა და უთხრეს უარი. უარის მიზეზების დასაბუთებაში მოყვანილია ბუნებრივი კატასტროფების რისკი, ლანდშაპტისა და გარემოსდაცვითი მნიშვნელობა, კულტურული მემკვიდრეობა, ურბანული დაგეგმარება, ქალაქის განვითარების გეგმა და ზოგადად ყველა გლობალური თუ ადგილობრივი საფრთხე, რაც კი სამყაროში არსებობს 😂 მაგრამ უარის მიზეზის მთავარი არგუმენტი შემდეგში მდგომარეობს (ციტატა გადაწყვეტილებიდან): “მოცემული ტერიტორია წარმოადგენს წითელ წიგნში შესული სახეობის – ხმელთაშუა ზღვის კუს გავრცელების არეალს, რომლის ხელყოფაც დაუშვებელია საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე”. 😂
კუს ტბის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვას, კუს ხელყოფის გამო არ აძლევენ კერძო მესაკუთრეს 😂😂
ხომ არის ღირსი მართლა კუ ურტყა თავში გადაწყვეტილებაში ამ სისულელის ჩამწერს 😂😂
თბილისის მერია / Tbilisi City Hall გაფიცებს სად პოულობთ ასეთ პროფესიონალებს 😂😂”.

კომენტარები