სად ქრება ვაქცინაციის გართულებებზე ინფორმაციები?
წყარო: The Epoch Times ესპანურ ენაზე გვამცნობს, რომ VAERS-ში დარეგისტრირდა 34 შემთხვევა იმ ორსულებისა, რომლებსაც COVID-ვაქცინაციის შედეგად თვითნებური აბორტი ან მკვდრადშობადობა გამოუვლინდათ.
VAERS-ი არის შეტყობინებათა პასიური სისტემა, რომელიც ვაქცინირებულებს საშუალებას აძლევს განაცხადონ ვაქცინათა გვერდითი ეფექტების შესახებ. ის იმართება FDA-ისა და CDC-ის მიერ.
FDA ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციაა, CDC-ი კი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.
CDC-ის მიერ დაფინანსებული კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინებზე განვითარებული რეაქციების 1 %-ზე ნაკლები აღწევს VAERS-მდე!
სპეციალისტებს ებადებათ კითხვა: რა ხდება? სად ქრება ვაქცინაციის გართულებებზე ინფორმაციები?