სად შეიძლება დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი: დასახელდა 5 ცხელი წერტილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნების კამპანიის დაწყებამდე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მსოფლიო კრიზისი შეიძლება უფრო დიდ გლობალურ კრიზისში გადაიზარდოს. იუწყება UNIAN.
National Interest-ში კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის სკოლის პროფესორმა რობერტ ფარლიმ დაასახელს ხუთი ადგილი, სადაც 2020 წელს შეიძლება დაიწყოს ახალი მსოფლიო ომი.
პირველი ვარიანტი – კონფლიქტი ირანსა და ისრაელს შორის.
შემდეგ მოდის თურქეთი. ეს დაკავშირებულია ვაშინგტონსა და ანკარას შორის გაღრმავებულ პრობლემებთან.
კიდევ ერთი პოტენციური საშიში ადგილია ქაშმირი – აქ შეიძლება ბირთვული ომი გაჩაღდეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის.
ასევე საფრთხის შემცველი სიტუაცია ყალიბდება კორეის ნახევარკუნძულზე, სადაც დაძაბულობაა ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის.
მეხუთე ცხელი წერტილი – აშშ-ისა და ჩინეთის დაპირისპირება.

წყარო: fakty.ua

კომენტარები