„სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ” – ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

-„რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო, პრემიერთანაც იყო საუბარი, რთპიროვნულად გადაწყვიტეს, – არანაირი ადამიანის დაშავება: „თუ დააკავებთ ხომ ძალიან კარგი, თუ არა და სისხლი არ დაიღვაროს“, – და მაქსიმალურად ასე გაკეთდა. რა თქმა უნდა,  ვმუშაობთ ამ თემაზე, ოპერატიულ ინფორმაციებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, იყო ინფორმაცია, -ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს, აღმოაჩნდა შემდეგ დამატებით კიდევ ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება თან, ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, ზუსტად, სანამ მივაკითხეთ, დავადგინეთ სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანით თავისი ძმა, ტყეში გაიყვანა და იქიდან გაიქცა და მიიმალა უკვე. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები ჟურნალისტების მხრიდანაც, – რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის განმავლობაში ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის განმავლობაში ძებნილი, გვყავს ისეთი, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა მკვლელობა, დღესაც არ არის დაჭერილი. ისე ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?! ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ,  ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ღირსების თემა, მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

კომენტარები