„საეკლესიო დებულების თანახმად, სინოდის სხდომას იწვევს სინოდის თავმჯდომარე. სინოდის მუდმივი თავმჯდომარე ბრძანდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი აცხადებს:

„ჩემთვის უცნობია, როდის დაინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა და როდის მოხდება მეუფე იაკობის განცხადების განხილვა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის დანიშვნის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს.

საეკლესიო დებულების თანახმად, სინოდის სხდომას იწვევს სინოდის თავმჯდომარე. სინოდის მუდმივი თავმჯდომარე ბრძანდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ სინოდის მოწვევა ითვლება უკანონო ქმედებად, ანუ არალეგიტიმურად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ველოდებით კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას. თუმცაღა, სურვილები გამოითქმის ჩემი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც, არსებობს დაინტერესება, როდის იქნება, კითხულობენ ადამიანები, მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რატომ არ იქნა დღემდე მოწვეული სინოდის სხდომა, ამის თქმა გამიჭირდება, ჩემთვის არავის აუხსნია და გაუმხელია“.

მეუფე იაკობმა გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა. შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

კომენტარები