„საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, – მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს“ – ჯანმო

საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომავალში მასშტაბური პანდემია რომ არ განმეორდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

-„ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა იმუშაოს. ეს უზრუნველყოფს, რომ მსგავსი სიმძიმისა და მასშტაბის პანდემია აღარ განმეორდეს. თუ იქნება პოლიტიკური ნება და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მზაობა, საერთაშორისო საზოგადოება მომავალი პანდემიის თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლას შეძლებს“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ინფექციის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით მიზანმიმართული ზომები მიიღონ, უზრუნველყონ ჯანდაცვის სისტემის დაცვა.

კომენტარები